ორსული და თამბაქო სრულიად შეუთავსებელია ერთმანეთთან - ეს ცნობილია არა მარტო ჩვენთვის, არამედ თითოეული ორსულისთვის,
თუმცა შეიძლება არ იცით, რომ ორსულობის პერიოდში თამბაქოს მოხმარების შედეგად იზრდება შემდეგი გართულებების რისკი: ექტოპიური ფეხმძიმობის _ 24,6%-ით, სპონტანური აბორტის _ 30,7%-ით, სისხლდენის შემთხვევების _ 13,0%-ით, განუვითარებელი ახალშობილთა დაბადების _ 20,4%-ით, ნაადრევი მშობიარობის _23,4%-ით, ნაყოფის განუვითარებლობის _ 32,8%-ით, მემბრანის ნაადრევი დარღვევის _ 19,3%-ით, ჩვილთა უცაბედი სიკვდილის სინდრომის _ 27,6%-ით, მკვდარმშობიარობის _ 23,3%-ით, პერინატალური სიკვდილის _ 12,7%-ით
კითხვა: აქვს თუ არა მნიშვნელობა რამდენ ღერ სიგარეტს ეწევა ორსული?
პასუხი: ყოველდღიურად 1-დან 10 ღერამდე ღერის მოწევა ზემოთ ჩამოთვლილი გართულებების სიას არ ამცირებს - გართულებების რისკი და და მათი პროცენტული მაჩვენებელი უცვლელია, ხოლო თუ ორსული დღეში 15-დან 20 ღერამდე ეწევა - ასეთ შემთხვევაში პროცენტული მაჩვენებლები თითქმის ორჯერ იზრდება |
კითხვა: აქვს თუ არა მნიშვნელობა ორსულობის რომელ ეტაპზე შეწყვეტს თამბაქოს მოხმარებას ორსული?
პასუხი: ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. მეტიც, თუ ჩასახვის მომენტში ქალი მწეველი იყო (ისევე, როგორც მამაკაცი) ამით უკვე ზიანი მიადგა ნაყოფს. ორსულობის პერიოდის რაც უფრო საწყის ეტაპზე დაემშვიდობება ორსული სიგარეტს, მით უფრო დიდია ნაყოფისათვის უკვე მიყენებული ზიანის განეიტრალების შანსი. 
მომავალ შვილის ჯანმრთებობას უნდა გაუფრთხილდეს არამარტო ორსული, არამედ მომავალი მამაც და ოჯახის სხვა წევრებიც!
თუ არამწეველ ორსულ ქალთან სისტემატურად ეწევა თუნდაც ერთი ადამიანი - ზემოთ ჩამოთვლილი გართულებები პროცენტული რისკის გათვალისწინებით ისევ ძალაშია.
თუ ორივე მომავალი მშობელი მწეველია - ეს უკვე კატასტროფაა და ნაყოფი განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ იმყოფება
თამბაქოს კვამლი ემბრიონზე ან ნაყოფზე დამაზიანებლად მოქმედებს და იწვევს სხვადასხვა ორგანოთა და სისტემათა, მათ შორის სასქესო ორგანოების მანკების განვითარებას. ასეთი თანდაყოლილი ანომალიები შესაძლებელია ქალის ორგანიზმის სპეციფიურ ფუნქციათა დარღვევის მიზეზი გახდეს. ემბრიონული განვითარების დარღვევამ შეიძლება გამოიწვიოს მენსტრუალური ციკლის რეგულაციის სხვადასხვა რგოლის დაზიანება. ამის შედეგად გოგონებს სქესობრივი მომწიფების პერიოდში შესაძლოა მენსტრუალური, ხოლო შემდგომში კი რეპროდუქციული ფუნქციის სხვადასხავა სახის დარღვევები განუვითარდეთ.
თამბაქოს კვამლის ტოქსიური კომპონენტები ადვილად გადის პლაცენტის ბარიერს და ნაყოფში ჟანგბადის რაოდენობის დაქვეითებას იწვევს, რაც აბრკოლებს მის ნორმალურ განვითარებას. ამიტომაა, რომ თამბაქოს მომხმარებელ დედას 200-250გ-ით ნაკლები წონის ახალშობილი ებადება. რაც უფრო მეტ თამბაქოს მოიხმარს ორსული ქალი მით უფრო მცირე მასისაა ახალშობილი. თუ ქალი თამბაქოს მოხმარებაზე, უარს იტყვის ორსულობის ოთხ თვემდე, მაშინ იზრდება შანსი, რონ ახალშობილი ნორმალური წონით დაიბადოს.
თამბაქოს მოხმარება ძირითადი რისკ-ფაქტორია პერინატალური სიკვდილიანობისა. გამოთვლებმა აჩვენა, რომ თუ ყველა ორსული ქალი თავს დაანებებს თამბაქოს მოხმარებას, ნაყოფისა და ახალშობილთა სიკვდილიანობა შემცირდება 10%-ით. ერთმანეთისაგან დამოუკიდებელმა გამოკვლევებმა კი აჩვენა, რომ ყოველი მეხუთე მკვდარი ახალშობილი დარჩებოდა ცოცხალი თუკი მათი დედა არ იქნებოდა მწეველი.
არამწეველებთან შედარებით მწეველ ქალებში 20-50%-ით მაღალია ნაყოფისა და ახალშობილის სიკვდილიანობა.
არსებობს ურთიერთ კავშირი მოწეული სიგარეტის რაოდენობასა და სიკვდილიანობის მაჩვენებელს შორის. თამბაქოს მომხმარებლ ორსულებს შორის აშკარაა შემდეგი პათოლოგიების არსებობა:
პლაცენტას აცლა
პლაცენტას წინამდებარეობა
სისხლდენები ორსულობის დროს
საწყლე გარსის ნაადრევი გახევა
ნაადრევი მშობიარობა
სპონტანური აბორტი
ახალშობილის მოულოდნელი სიკვდილის სინდრომი (აშკარად ჯანმრთელი ბავშვისმოულოდნელი და აუხსნელი სიკვდილი).
ნაყოფის სიკვდილი
ახალშობილის დაბალი წონა
ჰიპოგალაქტია
გახანგრძლივებული მშობიარობა
ტოქსიკოზები
თამბაქოს მომხმარებელი ქალებში ხშირია პლაცენტის წინამდებარეობა. ეს აიხსნება იმით, რომ თამბაქო ხშირად იწვევს სასქესო სფეროს ანთებით დაავადებებს, ხოლო ანთება ხელს უწყობს პლაცენტის წინამდებარეობის ჩამოყალიბებას.
თანამედროვე მონაცემებით პერინატალური სიკვდილიანობის 10%, რომელიც პრაქტიკულად ჯანმრთელ ახალშობილზე მოდის, განპირობებულია დედის მიერ თამბაქოს მოხმარებით.
თამბაქოს მომხმარებლებში ხშირია საშვილოსნოსგარე ორსულობის განვითარების რისკი. გარდა ამისა თამბაქოს მომხმარებელი ქალების მშობიარობა 20 საათზე მეტხანს გრძელდება.
სხვადასხვა გამოკვლევებმა აჩვენეს, რომ თამბაქოს მომხმარებელ ქალებს უქვეითდებათ რეპროდუქციული ფუნქცია. მათ 3-4-ჯერ უფრო მეტი შანსი აქვთ, რომ დაორსულებამდე გავიდეს ერთი წელი, რადგან მათში დაბალია ოვულაციის და განაყოფიერების დონე.
მწეველ და არამწეველ ქალებში ხელოვნური განაყოფიერების შემდეგ გაცილებით ცუდ რეზულტატს ვღებულობთ მწეველებში, ხოლო დაორსულების შემთხვევაში მათში მაინც მაღალია ორსულობის დრომდე მიუტანლობა.
თამბაქოს მომხმარებელ ქალებში ორსულობის დროს ეჭვს არ იწვევს თამბაქოს გავლენით ტოქსიკოზების განვითარება. ამის საფუძველს იძლევა ტოქსიკოზების დროს თამბაქოს მომხმარებელთა მაღალი რიცხვი.
თამბაქოს მომხმარებელ ქალებში იზრდება ნორმალურად მიმაგრებული პლაცენტას ნაადრევად აცლის სიხშირე.
თამბაქოს მოხმარებასთან დაკავშირებულია მენსტრუალური ციკლის დარღვევები: დიცმენორია, პრედმენსტრუალური სინდრომი, მეორადი ამენორეა, არარეგულარული მენსტრუაცია.
კლიმაქსი მწეველ ქალებს, როგორც წესი, ეწყებათ 2-3 წლით ადრე ვიდრე არამწეველებს. თამბაქოს მოხმარება მაღლა წევს რისკს იმ დაავადებებისა, რომლებიც დაკავშირებულია ესტროგენების დეფიციტთან.
თამბაქოს კვამლი გავლენას ახდენს ქალის რეპროდუქციულ სისტემაზე. იგი ზიანს აყენებს არა მარტო დედის ჯანმრთელობას, არამედ მოქმედებს ემბრიონზე და ნაყოფზე, რაც ხშირად ახალშობილის სიკვდილის მიზეზი ხდება. ეს კი მკვეთრად მოქმედებს დემოგრაფიულ მაჩვენებლებზე.

No comments:
Post a Comment