Tuesday, October 20, 2015
თამბაქო და ბავშვი
მთელ მსოფლიოში, ყოველწლიურად, თამბაქოს მოხმარება 6 მილიონი ადამიანის სიკვდილს იწვევს; თუ სათანადო ზომები არ გატარდა, 2030 წლისათვის ამ რიცხვმა შესაძლებელია 8 მილიონს მიაღწიოს; მათ შორის 80 % დაბალი და საშუალო განვითარების ქვეყნებზე მოდის. სამეცნიერო ნაშრომებმა და სხვადასხვა კვლევებმა გვიჩვენა, როგორ განვახორციელოთ ბავშვებში თამბაქოს მოხმარების პრევენცია, როგორ დავეხმაროთ მწეველებს და დავიცვათ პასიური მწეველები (არამწეველები) თამბაქოს მეორადი კვამლის მავნე ზემოქმედებისაგან. [i] თანმიმდევრულად გატარებული თამბაქოს საწინააღმდეგო პოლიტიკა, შეამცირებს მის მოხმარებას მოზარდებში: თამბაქოს გაყიდვის აკრძალვა 18 წლამდე ასაკის მოზარდებში 20 ღერზე ნაკლები თამბაქოს ღერების გაყიდვის აკრძალვა მოწევის აკრძალვა სკოლებში, უმაღლეს სასწავლებლებსა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ინფორმირება თამბაქოს მავნებლობის შესახებ. თამბაქოს რეკლამირების პოპულარიზაციისა და სპონსორობის აკრძალვა გადასახადის გაზრდა თამბაქოს წარმოებასა და რეალიზაციაში.
პასიური მწეველობა (თამბაქოს მეორადი კვამლის ზემოქმედება), ბავშვებისათვის დიდ საფრთხეს წარმოადგენს. 3-დან 11 წლამდე ასაკის ბავშვების 60 %, თამბაქოს კვამლის მავნე, მეორადი ზემოქმედების ქვეშ იმყოფება. ამ ბავშვებში საკმაოდ მაღალია ისეთი დაავადებების განვითარების რისკი, როგორიც არის ასთმა, რესპირატორული (სასუნთქი სისტემის) ინფექციები, ფიზიკური განვითარების შეფერხება; ამასთან, თამბაქოს მეორადი კვამლი ბავშვებში, უეცარი სიკვდილის სინდრომს იწვევს.სახლში მშობლების მწეველობა, სკოლამდელი ასაკის ბავშვებისათვის თამბაქოს მავნე ზემოქმედების ძირითად წყაროს წარმოადგენს. ეს ზემოქმედება განსაკუთრებულ საფრთხეს ჩვილ ბავშვებს უქმნის, რადგან ისინი მშობლებთან დიდ დროს ატარებენ. მწეველ ოჯახებში (სადაც თუნდაც ერთ მშობელი ეწევა) გაზრდილი ბავშვები მწეველად ჩამოყალიბების მაღალი რისკის ქვეშ იმყოფებიან. გარდა ამისა, მწეველთა გარემო (და შესაბამისად, მეორადი კვამლი) ხელს უწყობს ბავშვებში ონკოლოგიური დაავადებების, ლეიკემიის, ლიმფომის და თავის ტვინის სიმსივნის განვითარებას. თამბაქოს აქტიური მოხმარება ბავშვებსა და ახალგაზდებში იწვევს ხშირ ხველას, სასუნთქი სისტემის არასრულყოფილ განვითარებას, ფილტვების ფუნქციის და ნივთიერებათა ცვლის დარღვევას, ბრონქიტის, ფილტვის ემფიზემის განვითარებას, კბილებისა და ღრძილების სხვადასხვა დაავადებებს. მოზრდილ ასაკში გულ-სისხლძარღთა დაავადებების ძირითადი მიზეზი თამბაქოს მოხმარება და პასიური მწეველობაა. თამბაქოს მოხმარებით გამოწვეული სიკვდილიანობის ხვედრითი წილი გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით გამოწვეული სიკვდილობის 10%-ია, ანუ ყოველი 10 დაავადებულიდან 1 თამბაქოს მოხმარების შედეგად იღუპება.
მიმართვა მშობლებს:
1) ხელი შეუწყვეთ თქვენს შვილებს იცხოვრონ თამბაქოსაგან თავისუფალ ოჯახში. თქვენ განსაკუთრებული ზეგავლენა გაქვთ მათ მომავალზე. შვილისათვის მშობელი ნებისმიერი ქცევით (მათ შორის მავნე ჩვევით) მისაბაძი და სამაგალითოა.
2)მშობელმა შვილს ინფორმაცია ამ საკითხის შესახებ სწორად უნდა მიაწოდოს, დაიცვას ოჯახში მოწევის წესები (არ მოწიოს ბავშვის თანდასწრებით, მომსველთათვის გამოყოს თამბაქოს მოსაწევი ადგილი).
3)თუნდაც თქვენ ეწეოდეთ, ბავშვობიდან უნდა ესაუბროთ მწეველობის მავნე ზეგავლენასა და არაპრესტიჟულობაზე. [iii] აუხსენით მას, რომ თამბაქო ადამიანს არ ხდის თავისუფალს, დამოუკიდებელს, ემართება სხვადასხვა დაავადებები, უფუჭდება კანი, კბილები... თამბაქოს მოწევა არ ხსნის სტრესსა და სასოწარკვეთილებას. დარწმუნდით, რომ თქვენი შვილი თვალს ადევნებს თამბაქოს საწინააღმდეგო კამპანიას
წყარო: http://kids.ge/articles/თამბაქო-და-ბავშვები
Kids.ge

ქალი და თამბაქო
ორსული და თამბაქო სრულიად შეუთავსებელია ერთმანეთთან - ეს ცნობილია არა მარტო ჩვენთვის, არამედ თითოეული ორსულისთვის,
თუმცა შეიძლება არ იცით, რომ ორსულობის პერიოდში თამბაქოს მოხმარების შედეგად იზრდება შემდეგი გართულებების რისკი: ექტოპიური ფეხმძიმობის _ 24,6%-ით, სპონტანური აბორტის _ 30,7%-ით, სისხლდენის შემთხვევების _ 13,0%-ით, განუვითარებელი ახალშობილთა დაბადების _ 20,4%-ით, ნაადრევი მშობიარობის _23,4%-ით, ნაყოფის განუვითარებლობის _ 32,8%-ით, მემბრანის ნაადრევი დარღვევის _ 19,3%-ით, ჩვილთა უცაბედი სიკვდილის სინდრომის _ 27,6%-ით, მკვდარმშობიარობის _ 23,3%-ით, პერინატალური სიკვდილის _ 12,7%-ით
კითხვა: აქვს თუ არა მნიშვნელობა რამდენ ღერ სიგარეტს ეწევა ორსული?
პასუხი: ყოველდღიურად 1-დან 10 ღერამდე ღერის მოწევა ზემოთ ჩამოთვლილი გართულებების სიას არ ამცირებს - გართულებების რისკი და და მათი პროცენტული მაჩვენებელი უცვლელია, ხოლო თუ ორსული დღეში 15-დან 20 ღერამდე ეწევა - ასეთ შემთხვევაში პროცენტული მაჩვენებლები თითქმის ორჯერ იზრდება |
კითხვა: აქვს თუ არა მნიშვნელობა ორსულობის რომელ ეტაპზე შეწყვეტს თამბაქოს მოხმარებას ორსული?
პასუხი: ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. მეტიც, თუ ჩასახვის მომენტში ქალი მწეველი იყო (ისევე, როგორც მამაკაცი) ამით უკვე ზიანი მიადგა ნაყოფს. ორსულობის პერიოდის რაც უფრო საწყის ეტაპზე დაემშვიდობება ორსული სიგარეტს, მით უფრო დიდია ნაყოფისათვის უკვე მიყენებული ზიანის განეიტრალების შანსი. 
მომავალ შვილის ჯანმრთებობას უნდა გაუფრთხილდეს არამარტო ორსული, არამედ მომავალი მამაც და ოჯახის სხვა წევრებიც!
თუ არამწეველ ორსულ ქალთან სისტემატურად ეწევა თუნდაც ერთი ადამიანი - ზემოთ ჩამოთვლილი გართულებები პროცენტული რისკის გათვალისწინებით ისევ ძალაშია.
თუ ორივე მომავალი მშობელი მწეველია - ეს უკვე კატასტროფაა და ნაყოფი განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ იმყოფება
თამბაქოს კვამლი ემბრიონზე ან ნაყოფზე დამაზიანებლად მოქმედებს და იწვევს სხვადასხვა ორგანოთა და სისტემათა, მათ შორის სასქესო ორგანოების მანკების განვითარებას. ასეთი თანდაყოლილი ანომალიები შესაძლებელია ქალის ორგანიზმის სპეციფიურ ფუნქციათა დარღვევის მიზეზი გახდეს. ემბრიონული განვითარების დარღვევამ შეიძლება გამოიწვიოს მენსტრუალური ციკლის რეგულაციის სხვადასხვა რგოლის დაზიანება. ამის შედეგად გოგონებს სქესობრივი მომწიფების პერიოდში შესაძლოა მენსტრუალური, ხოლო შემდგომში კი რეპროდუქციული ფუნქციის სხვადასხავა სახის დარღვევები განუვითარდეთ.
თამბაქოს კვამლის ტოქსიური კომპონენტები ადვილად გადის პლაცენტის ბარიერს და ნაყოფში ჟანგბადის რაოდენობის დაქვეითებას იწვევს, რაც აბრკოლებს მის ნორმალურ განვითარებას. ამიტომაა, რომ თამბაქოს მომხმარებელ დედას 200-250გ-ით ნაკლები წონის ახალშობილი ებადება. რაც უფრო მეტ თამბაქოს მოიხმარს ორსული ქალი მით უფრო მცირე მასისაა ახალშობილი. თუ ქალი თამბაქოს მოხმარებაზე, უარს იტყვის ორსულობის ოთხ თვემდე, მაშინ იზრდება შანსი, რონ ახალშობილი ნორმალური წონით დაიბადოს.
თამბაქოს მოხმარება ძირითადი რისკ-ფაქტორია პერინატალური სიკვდილიანობისა. გამოთვლებმა აჩვენა, რომ თუ ყველა ორსული ქალი თავს დაანებებს თამბაქოს მოხმარებას, ნაყოფისა და ახალშობილთა სიკვდილიანობა შემცირდება 10%-ით. ერთმანეთისაგან დამოუკიდებელმა გამოკვლევებმა კი აჩვენა, რომ ყოველი მეხუთე მკვდარი ახალშობილი დარჩებოდა ცოცხალი თუკი მათი დედა არ იქნებოდა მწეველი.
არამწეველებთან შედარებით მწეველ ქალებში 20-50%-ით მაღალია ნაყოფისა და ახალშობილის სიკვდილიანობა.
არსებობს ურთიერთ კავშირი მოწეული სიგარეტის რაოდენობასა და სიკვდილიანობის მაჩვენებელს შორის. თამბაქოს მომხმარებლ ორსულებს შორის აშკარაა შემდეგი პათოლოგიების არსებობა:
პლაცენტას აცლა
პლაცენტას წინამდებარეობა
სისხლდენები ორსულობის დროს
საწყლე გარსის ნაადრევი გახევა
ნაადრევი მშობიარობა
სპონტანური აბორტი
ახალშობილის მოულოდნელი სიკვდილის სინდრომი (აშკარად ჯანმრთელი ბავშვისმოულოდნელი და აუხსნელი სიკვდილი).
ნაყოფის სიკვდილი
ახალშობილის დაბალი წონა
ჰიპოგალაქტია
გახანგრძლივებული მშობიარობა
ტოქსიკოზები
თამბაქოს მომხმარებელი ქალებში ხშირია პლაცენტის წინამდებარეობა. ეს აიხსნება იმით, რომ თამბაქო ხშირად იწვევს სასქესო სფეროს ანთებით დაავადებებს, ხოლო ანთება ხელს უწყობს პლაცენტის წინამდებარეობის ჩამოყალიბებას.
თანამედროვე მონაცემებით პერინატალური სიკვდილიანობის 10%, რომელიც პრაქტიკულად ჯანმრთელ ახალშობილზე მოდის, განპირობებულია დედის მიერ თამბაქოს მოხმარებით.
თამბაქოს მომხმარებლებში ხშირია საშვილოსნოსგარე ორსულობის განვითარების რისკი. გარდა ამისა თამბაქოს მომხმარებელი ქალების მშობიარობა 20 საათზე მეტხანს გრძელდება.
სხვადასხვა გამოკვლევებმა აჩვენეს, რომ თამბაქოს მომხმარებელ ქალებს უქვეითდებათ რეპროდუქციული ფუნქცია. მათ 3-4-ჯერ უფრო მეტი შანსი აქვთ, რომ დაორსულებამდე გავიდეს ერთი წელი, რადგან მათში დაბალია ოვულაციის და განაყოფიერების დონე.
მწეველ და არამწეველ ქალებში ხელოვნური განაყოფიერების შემდეგ გაცილებით ცუდ რეზულტატს ვღებულობთ მწეველებში, ხოლო დაორსულების შემთხვევაში მათში მაინც მაღალია ორსულობის დრომდე მიუტანლობა.
თამბაქოს მომხმარებელ ქალებში ორსულობის დროს ეჭვს არ იწვევს თამბაქოს გავლენით ტოქსიკოზების განვითარება. ამის საფუძველს იძლევა ტოქსიკოზების დროს თამბაქოს მომხმარებელთა მაღალი რიცხვი.
თამბაქოს მომხმარებელ ქალებში იზრდება ნორმალურად მიმაგრებული პლაცენტას ნაადრევად აცლის სიხშირე.
თამბაქოს მოხმარებასთან დაკავშირებულია მენსტრუალური ციკლის დარღვევები: დიცმენორია, პრედმენსტრუალური სინდრომი, მეორადი ამენორეა, არარეგულარული მენსტრუაცია.
კლიმაქსი მწეველ ქალებს, როგორც წესი, ეწყებათ 2-3 წლით ადრე ვიდრე არამწეველებს. თამბაქოს მოხმარება მაღლა წევს რისკს იმ დაავადებებისა, რომლებიც დაკავშირებულია ესტროგენების დეფიციტთან.
თამბაქოს კვამლი გავლენას ახდენს ქალის რეპროდუქციულ სისტემაზე. იგი ზიანს აყენებს არა მარტო დედის ჯანმრთელობას, არამედ მოქმედებს ემბრიონზე და ნაყოფზე, რაც ხშირად ახალშობილის სიკვდილის მიზეზი ხდება. ეს კი მკვეთრად მოქმედებს დემოგრაფიულ მაჩვენებლებზე.

მოწევა კლავს!
ჩვენთვის ყველასთვის ცნობილია რომ თამბაქო, მისი ასეთი შედგენილობის გამო ძლიერ აზიანებს ადამიანის ორგანიზმს და იწვევს სხვადასხვა დაავადებებს, ამ პოსტში მინდა მოწევით გამოწვეული დაავადებები განვიხილო.
საყოველთაოდ ცნობილია, რომ თამბაქოს წევის პროცესში წარმოქმნილი ნივთიერებები მავნე ზეგავლენას ახდენს ადამიანის ყველა ორგანოზე და, შესაბამისად, ყველა სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებაზე. თამბაქოს კვამლის შესუნთქვისას ზიანდება კბილის მინანქარი, რაც იწვევს კარიესის გაჩენას, კბილები ყვითლდება, ხშირად ვითარდება სტომატიტი და გინგივიტი.

თამბაქოს წევა იწვევს სისხლძარღვულ ცვლილებებს. ნიკოტინის მოქმედების შედეგად ვიწროვდება სისხლძარღვები, მათ კედლებში წარმოქმნილი ტროფიკული ცვლილებები კი ხელს უწყობს ათეროსკლეროზისა და სისხლძარღვთა სისტემური დაავადების განვითარებას. ნიკოტინი ერთ-ერთი ფაქტორია, რომელიც ადიდებს მიოკარდიუმის ინფარქტის, გულის კუნთის და ტვინის სისხლძარღვების დაავადების რისკს. კარდიოლოგთა მონაცემებით, თამბაქოს მწეველთა შორის მიოკარდიუმის ინფარქტით სიკვდილიანობა ორჯერ მეტია, ვიდრე არამწეველთა შორის. გასაკვირი არ არის, რომ თამბაქოს მწეველებში მომატებულია სასუნთქი გზების დაავადებების – ქრონიკული ბრონქიტის, ბრონქული ასთმის, ბრონქოექტაზიისა და ემფიზემის სიხშირე; ბრონქებისა და ბრონქიოლების ლორწოვანი გარსის სისტემატური გაღიზიანება იწვევს მათ ქრონიკულ დაავადებებს, რაცზოგჯერ მთავრდება ბრონქული ასთმის ჩამოყალიბებით. სამრეწველო საწარმოების გამონაყოფებით და ავტოტრანსპორტის მიერ გამონაბოლქვი აირებით დაბინძურებული ატმოსფერული ჰაერის და ბოლის ერთდროული შესუნთქვაც, ცხადია, კიდევ უფრო ზრდის სასუნთქი სისქემის დაავადებათა სიხშირეს. 

თამბაქოს წევის ერთ-ერთი ყველაზე საშიში შედეგია ფილტვის კიბოთი დაავადება. არსებული სტატისტიკური მონაცემების თანახმად, ფილტვის კიბოს დაავადების საშიშროება თამბაქოს მწეველთა შორის ოცჯერ მეტია, ვიდრე არამწეველებში. ფილტვის კიბოს გამომწვევ მიზეზად მიჩნეულია ნიკოტინის ფისში ე.წ. კანცეროგენული (კიბოს გამომწვევი) ნივთიერებისა და რადიაქტიური ელემენტის – პოლონიუმის შემცველობა. დადგენილია, რომ მწეველთა შორის ტუბერკულოზით დაავადებულთა რიცხვი თითქმის ორჯერ მეტია. მოზრდილთა შორის ტუბერკულოზით დაავადებულთა 95% მწეველები არიან. ნიკოტინის შხამი მოქმედებს ვეგეტატიურ ნერვულ სისტემაზე, უფრო მეტად კი თირკმელზედა ჯირკვლებზე. თირკმელზედა ჯირკვლები წარმოადგენს წყვილ ჰორმონულ ჯირკვალს, რომლებიც გავლენას ახდენენ ორგანიზმის ბევრ მნიშვნელოვან ფუნქციაზე. ისინი სისხლში გამოყოფს ისეთ საშუალებებს, ადრენალინი და ნორადრენალინი (კატექოლამინები). ისინი სისხლის გზით გადადიან სხეულის სხვადასხვა უბანში და ზემოქმედებას ახდენენ შინაგანი ორგანოების ნერვულ აპარატზე. ნიკოტინის მცირე დოზა კატექოლამინების გამოყოფას აძლიერებს, ხოლო დიდი დოზა კი ამცირებს მათ გამოყოფას. ამის შედეგად ნიკოტინის მცირე დოზა იწვევს არტერიული სისხლის წნევის დონის მომატებას, ხოლო დიდი დოზა კი გულ-სისხლძარღვთა მუშაობის დათრგუნვას. სწორედ ამით აიხსნება ნიკოტინით მწვავე მოწამვლის დროს სისხლძარღვებში წნევის მკვეთრი დაწევა, რაც იწვევს თავბრუსხვევას, გონების დაკარგვას და სიკვდილს.
თამბაქოს წევის ნიადაგზე ავთვისებიანი სიმსივნე შეიძლება წარმოიქმნას აგრეთვე პირის ღრუში, ხახაში, ხორხში, საყლაპავ მილში, თირკმელში, შარდის ბუშტში. თამბაქოს მწეველების, – რომლებიც სისტემატურად ყლაპავენ ნერწყვს და მასში შემცველ თამბაქოს წვის პროდუქტებს, – კუჭში კანცეროგენული ნივთიერებაც ხვდება. ნიკოტინი ნაადრევად უკარგავს მადას ადამიანს, ხელს უწყობს საჭმლის მონელების მოშლას, ვითარდება ვეგეტატიური დარღვევები – ძლიერდება კუჭის სეკრეცია, მკვეთრად მატულობს კუჭისა და ნაწლავების კატარული მდგომარეობისა და წყლულის განვითარებისათვის. თამბაქოს მწეველებში კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება 2-3-ჯერ უფრო ხშირია. ნიკოტინი უარყოფით გავლენას ახდენს სასქესო ჯირკვლებზეც. იგი ხელს უწყობს სქესობრივ უძლურებას. ნიკოტინით ინტოქსიკაციის შეწყვეტა განაპირობებს სქესობრივი ფუნქციის აღდგენას.
წყარო:ucnauri.com
თამბაქოს შემადგენლობა
ჩემს პირველ პოსტში მინდა თამბაქოს შემადგენლობა გაგაცნოთ, შეიძლება ეს ბანალურია, მაგრამ ვთვლი რომ ეს საჭიროა.
თამბაქოს ფოთლები შეიცავს 2500-ზე მეტ ქიმიურ ნივთიერებას,თამბაქოს ბოლში კი მათი რაოდენობა 4000-მდე აღწევს.მეცნიერების მიერ განსაზღვრულია ,რომ თამბაქოს ბოლში შედის ორმოცზე მეტი კანცეროგენი.(კანცეროგენი წრმოადგენს კიბოს გამომწვევ ნივთიერებას)
.
მოწევისას თამბაქოს 25% იწვება,25% ჩადის ფილტვებში,50% უცვლელი სახით რჩება გარემოში.თამბაქოს კვმლი მოიცავს ორ ფაზას:აიროვან და მყარ ფაზებს
აიროვან ფაზაში გამოყოფილი ძირითადი ტოქსიური ნივთიერებებია :
ნახშირორჟანგი,აზოტისოქსიდი,ამიაკი,ბენზოლი,ფორმალდეჰიდი,აზოტის ჟანგი,აცეტონი.
კვამლის მყარი ფაზა წარმოდგენილია თამბაქოს ფისის სახით.ფისი არის თამბაქოს წვის შედეგად წარმოქმნილ კომპონენტთა ერთობლიობა (ნახშირი,არომატული ნახშირწყლები,ბენზილი,ნიკელი,პოლონიუმი და სხვა).მათი ზემოქმედება იწვევს სხვადასხვა სიმსივნეების წარმოქმნას.ამ ნივთიერებიდან შეიძლება გამოვყოთ ჯანმრთელობისათვის საშიში სამი ნივთიერება: ნიკოტინი,კარბონმონოქსიდი და კუპრი.
ნიკოტინი არის მეცნიერული წარმოშობის ზეთისებრი უფერო გამჭირვალე სითხე აქვს მწარე გემო ახასიათებს ტოქსიური ზემოქმედება ნიკოტინის ერთი წვეთი კლავს საშუალო წონის ადამიანს.
კარბონმონოქსიდი მომწამლავი გაზია,რომელსაც შეიცავს სიგარეტის ბოლი.იგი აგრეთვე შედის ავტომობილის ძრავის გამონაბოლქვში.ამ გზის მომწამლავი მოქმედება გამოიხატება იმით, რომ იგი სისხლის წითელ ბურთულებს ჟანგბადზე ადვილად უერთდება,იკავებს ჟანგბადის ადგილს და მწეველის ორგანიზმი ვეღარ მარაგდება საჭირო რაოდენობის ჟანგბადით.ორგანიზმში ჟანგბადის უკმარისობა კი იწვევს სხვადასხვა სასიცოცხლო სისტემების ფუნქციების დაქვეითებას.
კუპრი წარმოადგენს მეტად საშიშ კანცეროგენულ (კიბოს გამომწვევ) ნივთიერებას,რომელიც თამბაქოს ბოლთან ერთად ხვდება ფილტვებში და იქ ილექება.საყოველთაოდ ცნობილია,რომ თამბაქოს წევა იწვევს სისხლძარღვოვან ცვლილებებს.ნიკოტინის მოქმედების შედეგად ვიწროვდება სისხლძარღვები.კარდიოლოგთა მონაცემებით,თამბაქოს მწეველთა შორის ინფაქტით სიკვდილიანობა ორჯერ მეტია ,ვიდრე არამწეველთა შორის.თამბაქოს მწეველებში მომატებულია სასუნთქი გზების დაავადებები .განსაკუთრებით ხშირია ქრონიკული ბრონქიტი.თამბაქოს წევის ერთ-ერთი ყველაზე საშიში შედეგია ფილტვის კიბო.არსებული სტატისტიკური მონაცემების თანახმად ,ფილტვის კიბოს დაავადების საშიშროება თამბაქოს მწეველთა შორის ოცჯერ მეტია,ვიდრე არამწეველებში.დადგენილია,რომ მწეველთა შორის ტუბერკულიოზით დაავადებულთა რიცხვი თითქმის ორჯერ მეტია .მოზრდილთა შორის ტუბერკულიოზით დაავადებულთა 95% მწეველები არიან.ნიკოტინის მცირე დოზა იწვევს არტერიული სისხლის წნევის დონის მომატებას,ხოლო დიდი დოზა კი გულ-სისხლძარღვთა მუშაობის დათრგუნვას.სწორედ ამით აიხსნება ნიკოტინით მწვავე მოწამვლის დროს სისხლძარღვებში წნევის მკვეთრი დაწევა,რაც იწვევს თავბრუსხვევას,გონების დაკარგვას და სიკვდილს.
წყარო(სამოქალაქო განათლება მე-9 კლასის სახელმძღვანელო.ავტორები:მაია გონაშვილი,მიხეილ თოქმაზიშვილი,დალი შავლოხაშვილი,რუსუდან დალაქიშვილი.გამომცემლობა “საქართველოს მაცნე”გვერდი 96-97)
ჩემს შესახებ
ჩემი სახელია ნინო რომაშვილი, ვარ ხაშურის #1 საჯარო სკოლის 11 კლასის მოსწავლე. ვარ ჩევნი სკოლის სამოქალაქო კლუბ "კრეტივ კლუბის" ლიდერი და სკოლის თვითმმართველობის თავმჯდომარე. მე, ისევე როგორც ყველა სხვა ძალიან მაწუხებს თამბაქოს პრობლემა და ამ ბლოგით მინდა მკითხველს მივაწოდო ინფორმაცია თამბაქოს შესახებ. ხაზი მინდა გავუსვა იმას რომ ეს ბლოგი შექმნილია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გამოცხადებული ბლოგების კონკურსისთვის.
Subscribe to:
Comments (Atom)