Tuesday, October 20, 2015

ჩვენი ღონისძიებები თამბაქოსთან დაკავშირებით.


როგორ უკვე გითხარით მე ვარ ხაშურის #1 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის ლიდერი და მინდა გითხრათ რომ ამ კლუბში ჩვენ სხვადასხვა აქტივობები ჩაგვიტარებია, რომელიც თამბაქოს პრობლემასთან არის დაკავშირებული. ამ პოსტში მინდა გაგაცნოთ ეს აქტივობები, რომელიც შესაძლოა თქვენც გამოგადგეთ.
29 მარტს ქალაქ ხაშურის პირველ საჯარო სკოლაში სამოქალაქო
განათლების კლუბის ინიციატივეთ ჩატარდა ღია გაკვედილი ტემაზე: "არა თამბაქოს". გაკვეთილი მეათე კლასის მოსწავლეებს ჩაუტარა ისტორიისა და სამოქალაქო განათლების პედაგოგომა ქალბატონმა მარინა რატიანმა. გაკვეთილის მიზანი იყო სტურმრებისთვის და ასევე მოსწავლეებისთვის გაგვეცნო თუ რა ზიანის მომტანია ადამიანის ჯანმრთელობისთვის თამბაქო.



გარდა ამისა ჩვენ ჩავატარეთ გამოკითხვაც, იმისთვის რომ დაგვედგინა მწეველების რაოდენობა. გამოკითხვის შედეგად ჩვენ დავადგინეთ რომ მამრობითი სქესის მქონე გამოკითხულთა 87% მწეველია, ხოლო მდედრობითი სქესის წარმომადგენლებში მწეველი მხოლოდ 2% აღმოჩნდა. აღსანიშნავია ისიც რომ მწეველთა შორის არასრულწლოვნებიც არიან.



ჩვენ აგრეთვე ჩავატარეთ ტრენინგი, დებატები და სხვა აქტივობები ამ თემაზე...

No comments:

Post a Comment